24 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
ფილიპინებზე 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი ტროპიკული ქარიშხლის გამო დატოვა

ფილიპინებზე, ტროპიკული ქარიშხლის გამო, 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ქვეყნის კატასტროფების მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ტროპიკულმა ქარიშხალმა ქვეყნის სამხრეთით ძლიერი წვიმები გამოიწვია, რაც ათობით სოფლის დატბორვის მიზეზი გახდა.

წყალდიდობამ ქვეყნის ორ რეგიონში საცხოვრებელი სახლები და ხიდები დააზიანა.

დღის ამბები