25 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ტეხასში სიცივისგან გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ნათესავებმა სასამართლო დავა წამოიწყეს

ტეხასში, სიცივისგან გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ნათესავებმა, შტატის ენერგომომარაგების კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო.

ტელეკომპანია "ეი ბი სის" ინფორმაციით, 11 წლის ბიჭის ოჯახი ენერგოკომპანია ენერჯი ქორპორეიშენს კომპენსაციის სახით, 100 მილიარდ დოლარს სთხოვს.

კრისტიან პავონ პივედას ოჯახი აცხადებს, რომ ბიჭი ჰიპოთერმიამ იმსხვეპლა მას შემდეგ, რაც შტატის მასშტაბით ელექტოენერგიის მიწოდება შეწყდა.

ჯერჯერობით, ექსპერტიზას მოზარდის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. შესაბამისად, უცნობია, მოუწევს თუ არა კომპანია ენერჯი კორპორეიშენს ასტრონომიული ოდენობის კომპენსაციის გადახდა.

დღის ამბები