01 მარტი 2021,   22:41
ვრცლად
ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე, ძალიან შეშფოთებული ვარ - ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ  ნიკა მელიას დაკავებას თვალყურს ადევნებდა და ამის გამო, ძალიან შეშფოთებულია. 

"მე ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე.  მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ.

სულ ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამისი მიღება ავტომატურად არ ხდება. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ,"- წერს ადამ კინზინგერი.

 

 

 

დღის ამბები