25 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
კანცელარიასთან ოპოზიციის აქცია დაიგეგმა

ხატია დეკანოიძემ, სხვა პარტიის ლიდერებთან სამოქმედო გეგმის განხილვის შემდეგ, საზოგადოებას მოუწოდა, რომ დღეს 3 საათზე კანცელარიასთან შეიკრიბონ და იქ გააპროტესტონ ნიკა მელიას დაკავება. 

"როგორც მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ნაძირალა ღარიბაშვილი, საბჭოთა არმიის დაბადების დღეს, საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. დღეს ოფისი, რომელიც დაარბიეს არის ეპიცენტრი, ოფისი, საიდანაც წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი და ადამიანები დაწამლეს. ჩვენ აქედან კანცელარიასთან მივდივართ, სადაც ერთ-ერთი მთავარი როდიონოვი ზის, რომელმაც ეს სასაკლაო მოუწყო ადამიანებს. ყველას მინდა მოგმართოთ, ვისაც ამ ქვეყნის ბედი გადარდებთ, მობრძანდით 3 საათზე კანცელარიასთან, ჩვენ იქ გელოდებით. თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის," - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

 

დღის ამბები