25 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
ახლა არა კონფრონტაციული რიტორიკის, არამედ კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაა საჭირო - ჯონათან კაცი

გერმანიის მარშალის მკვლევარი ჯონათან კაცი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ ვერცერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია. 

ანალიტიკოსის განმარტებით, ახლა არა კონფრონტაციული რიტორიკის, არამედ კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაა საჭირო. 

"ვერცერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება

მმართველმა პარტიამ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე პირები, რადგან ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქმება ის ქვეყნის შიგნით და გარეთაც. საქართველოს სჭირდება ძლიერი ლიდერები, მაგრამ მას ასევე სჭირდება ვიღაც, ვისაც შეუძლია გააერთიანოს და ვიმედოვნებ, ეს მოხდება და მას ენდომება საქართველოს ინტერესები ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა დააყენოს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება. ახლა არა კონფრონტაციული რიტორიკის, არამედ კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაა საჭირო, ორივე მხარე და გამორჩეულად, მმართველი პარტიის ლიდერები კი, სწორედ აქეთკენ უნდა მიმართავდნენ თავიანთ ძალისხმევას," - ამბობს ჯონათან კაცი.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ცოტა ხნის წინ დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები