06 მარტი 2021,   21:00
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები არ არის მოლაპარაკების საგანი - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

"რიგგარეშე არჩევნები არ არის მოლაპარაკების საგანი და ეს ჩვენ ოპოზიციას ბევრჯერ ვუთხარით. ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც პირდაპირ ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო და დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. ამ ადამიანების სცენარმა სრული ფიასკო განიცადა. 

მე მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებში გადაწყვიტა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები