18 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
ამ წუთებში მმართველი პარტიის და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ამ წუთებში მმართველი პარტიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ხდება იმ ჯგუფების მიერ, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურდა.

"რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, რაც არ უნდა სხვა დესტრუქციული დამატებითი, დამხმარე მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, კანონი დგას თავის ადგილას და ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებულ იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს, დღევანდელ დღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტებზე და ვებგვერდებზე და რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, პარტიის ყველა საიტზე და ვებგვერდზე ამ წუთებშიც მიდის მასირებული კიბერშეტევა, კიბერშტურმი შეგვიძლია დავარქვათ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები