24 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
ჩვენი ოფისიდან წაღებულია სერვერები, არ გამოვრიცხავ რომ ესეც შეთითხნილი ბრალდების ნაწილი გახდეს - თინა ბოკუჩავა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებებს ასრულებს და უგულებელყოფს საერთაშორისო მეგობრების მოწოდებებს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათი ოფისიდან წაღებულია სერვერები. 

"ჩვენი ოფისიდან წაღებულია სერვერები და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ესეც შეთითხნილი ბრალდების ნაწილი გახდეს. სხვა მიზეზი არ მაქვს იმისთვის, რომ ადამიანის გატაცებასთან ერთად, სპეცრაზმელებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის სარდაფიდან ჩვენი სერვერები. ჰაკიმ ფაშა ღარიბაშვილისგან, რომელსაც კიბერ უსაფრთხოების საკითხებში არაფერი გაეგება და ამას  მხოლოდ ბინძური პროპაგანდისთვის იყენებს, არ გამოვრიცხავდი ამას.

თქვენ გახსოვთ ის მომენტი, თითქოს ასე მოხდა ყველა სამთავრობო საიტის დაბლოკვა, თითქოს რაღაც კიბერთავდასხმა ხორციელდებოდა. დაუყოვნებლივ ხელისუფლებამ დაადანაშაულა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და შემდეგ დამტკიცდა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება ხელიხელჩაკიდებული მოქმედებს რუსეთთან, აპატიმრებს ნიკა მელიას გავრილოვის სახელით, გავრილოვის დაკვეთით,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები