25 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
მიზნად არ გვქონდა ნიკა მელიას დაკავება, მაგრამ პროცესი სწორედ მელიამ წაიყვანა ასე - გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძემ ნიკა მელას დაკავების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და მოწოდებებს უპასუხა. 

მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავება იმის მანიშნებელია, რომ ამ სახელმწიფოში კანონი უმაღლესია.

"ნებისმიერ ადამიანს, საზოგადოების წევრს, თუ ჩვენს ამომრჩეველს, ამას ავუხსნით შემდეგნაირად, რომ ეს არის შედეგი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფორმალური ხელმძღვანელისგან და მასთან შეკრული სხვა ოპოზიციური პარტიებისგან მომდინარეობს. ჩვენ ერთს ვხედავთ და ეს ესმის ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ სამართლის უზენაესობა და კანონის პატივისცემა არ დამკვიდრდება. 

რადიკალურმა ოპოზიციამ მიიყვანა მოვლენები ამ მდგომარეობამდე. ჩვენი მეგობრების ინტერესებშია, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარება და დეესკალაცია მოხდეს. ნიკა მელიას დაკავება, პირველ რიგში, იმის მანიშნებელია, რომ ამ სახელმწიფოში კანონი უმაღლესია. ეს პროცესები არ გვინდოდა განვითარებულიყო და მიზნად არ გვქონდა ნიკა მელიას დაკავება, მაგრამ ეს პროცესი სწორედ ნიკა მელიამ წაიყვანა ასე. სახელმწიფო კი იძულებული გახდა, ძალით, მაგრამ პროპორციულად აღესრულებინა ეს ყოველივე.

საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ პროცესის ესკალაცია ისევ მიმდინარეობს, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანოს, შესაბამისად, ეს პროცესები მათთვის არ არის მიზანშეწონილი. საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ ქვეყანას სწორედ კანონის უზენაესობაზე ვაშენებთ," - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

დღის ამბები