უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, დაკავების ოპერაციას არავნ დაშავებულა.
გია ვოლსკი აქვე, საერთაშორისო პარტნიორების და აშშ-ის საელოს მწვავე განცხადებებს ეხმაურება.
"მთავარი ერთი დასკვნაა ამასთან დაკავშირებით, არაფერი სიკეთე იმისგან, რომ მელია ასე ზვარაკად შესაწირად მიიყვანა ნაცმოძრაობამ ამ ვითარებამდე, ამაში არ არსებობს. მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთეს სახელმწიფოს, აკეთებს ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამას ყველაფერს ჯახი მოჰყვეს და ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. ეს ამოცანა იყო მთავარი. მეორე მხრივ, რომ შეხედო, მე ვფიქრობ, რომ პროცესების გაცილებით უფრო მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას და ეს სულ ტყუილი და მოგონილი.
ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.