"ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი საზოგადოების შერიგებისთვის არის რიგგარეშე არჩევნები და არსებული პროცესის განმუხტვა.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ყოველგვარი სიძულვილის, პროპაგანდის და მოსყიდვის გარეშე.
"პაპუნა ჯანელიძის განცხადებას ვკითხულობდი წეღან, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პარალელურად, ვიცე-პრემიერი იყო, დღემდე "ქართული ოცნების" წევრია სხვათა შორის, რომელიც ამბობს, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნებიო.
რიგგარეშე არჩევნები და ამ პროცესის განმუხტვა არის მართლა ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოების შერიგება.
ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ზიზღის, დაპირისპირების, სიძულვილის, პროპაგანდის და მოსყიდვის გარეშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ დავუბრუნდეთ რეალურ დემოკრატიას," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.