25 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ქვეყნის ჯანჯღარი, ახლა გაახსენდათ უცხოელი პარტნიორები და მათი მოწოდებები? - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის ქვეყნის "ჯანჯღარი" რასაც  ცუდი სურათი მოჰყვება ხოლმე. 

"დიდი ხანია ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მათი გეგმა არ არის პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობა. მათი ერთადერთი მიზანი არის ქვეყნის ჯანჯღარი და ამას, ხანდახან მოჰყვება ხოლმე ცუდი სურათი, რომელიც გარკვეულ აღქმებს წარმოშობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოხმაურებაში არსად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ კანონი დაირღვა ნიკა მელიას მხრიდან და ის, რომ პოლიციამ დღეს აღასრულა  სასამართლოს გადაწყვეტილება და აქ რომ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. 

ახლა გაახსენდათ უცხოელი პარტნიორები და მათი მოწოდებები ჩვენს ოპონენტებს, ეს სამი თვე რას ისმენდნენ მათგან? რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ?,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები