ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ყველა პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებისკენ მოუწოდებს.
"ბატონ ღარიბაშვილს ვულოცავ პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრად არჩევას.
მისი პრემიერმინისტრობის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ვენდობით მას, რომ შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ კურსს...
დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ერთად იმუშაონ და გაანეიტრალონ პოლიტიკური დაძაბულობა,"- აღნიშნავს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი.