25 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
სახალხო დამცველის განცხადება იყო პოპულისტური - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი "დღის კურიერის" ეთერში სახალხო დამცველის იმ განცხადებებს პასუხობს, რომელიც წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენების აკრძალვას უკავშირდება.

შალვა პაპუაშვილი მიუთითებს სახალხო დამცველს გაეცნოს პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლს, სადაც წერია, რომ წიწაკის სპრეი გამოიყენება სწორედ იმისთვის, რომ პირები შენობა-ნაგებობებიდან გამოიყვანონ.

"დღეს დილითაც მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება. სამწუხაროდ, საკმაოდ პოპულისტური განცხადება იყო თუკი ჩავხედავთ ტერმინოლოგიას, რომელიც გამოყენებული იყო ამ განცხადებაში და ვფიქრობ, არ ეკადრება სახალხო დამცველის მაღალ სტატუსს ასეთი განცხადებები.

რაც შეეხება გაზის გამოყენებას, გაეცანით პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლს, რომელიც სწორედ დაკავებისას, ან იმისთვის, რომ პირები გავიდნენ შენობა-ნაგებობიდან, ამ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე, მათ შორის, სწორედ ეს გაზი.

არ ვიცი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი. ჩვენ ყველა ვერ ვხედავდით წინააღმდეგობის გაწევას და ბარიკადებს? ვხედავდით. სხვა რა ძალა უნდა გამოეყენებინა, ვნახეთ კიდეც შედეგების მიხედვით, ეს იყო ყველაზე მსუბუქი, რაც შეიძლებოდა გამოეყენებინა იმ შემთხვევისთვის, რომ დაეძლია ეს წინააღმდეგობა, რომელსაც უწევდნენ დაეძლია ეს წინააღმდეგობა პოლიციას.

მეორე მოწოდებას რაც შეეხება, გამოშვებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ შეიძლება აქამდე არც კი მივსულიყავით, თუკი თავის დროზე, სახალხო დამცველი, პირიქით მოუწოდებდა ნიკა მელიას, რომ ის დამორჩილებოდა კანონს და კანონი შეესრულებინა. ამიტომ, ამ კუთხით, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანმაც უნდა იგრძნოს, რომელიც აგულიანებდა ნიკა მელიას კანონის დარღვევისკენ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები