24 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
Amnesty International-მა, რომელმაც ალექსეი ნავალნი "სინდისის პატიმრად" აღიარა, თავისი გადაწყვეტილება გააუქმა

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა, რომელმაც იანვრის ბოლოს რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "სინდისის პატიმრად" აღიარა, თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის იურიდიულმა და პოლიტიკურმა დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება ნავალნის ძველი განცხადებების გამო მიიღეს, რომლებიც უფლებადამცველებმა დისკრიმინაციულად და ქსენოფობიურად მიიჩნიეს. მათ შორის არის ალექსეი ნავალნის მიერ 15 წლის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც ის იმიგრანტებს ტარაკნებს ადარებს.

Amnesty International-ს მიაჩნია, რომ ეს "სიძულვილის ენაა", რომელიც "სინდისის პატიმრის" სტატუსს არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, ძალაში რჩება, ორგანიზაციის მოწოდება პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

დღის ამბები