19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება

კორონავირუსის გამო ამოქმედებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. მუშაობას დაიწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამოქმედდება სამთო კურორტების სასტუმროები, დანარჩენი შეზღუდვები კი ეტაპობრივად მოიხსნება.

კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ახლა უკვე ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას და ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით სახმელეთო საზღვრის გახსნას მოითხოვენ.

"ჩვენ მაქსიმუმს ვიზამთ, რომ გახსნა იყოს უსაფრთხო და რეგულაციების დაცვით. იმედია, რომ ასევე 15 მარტამდე შემსუბუქდება კომენდანტის საათი, იმიტომ, რომ მომხმარებლების უმრავლესობა ვარჯიშობს სამსახურის შემდგომ პერიოდში," - განაცხადა "ოქტოპუს-ფიტნეს" კლუბის დირექტორმა გიორგი ასათიანმა.

დღის ამბები