25 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტთან კარავში გაატარეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტთან კარავში გაატარეს, სადაც პროტესტის კერის შესანარჩუნებლად მორიგეობა დაწესდა. მათი თქმით, პროტესტი ყოველდღიური და მწვავე იქნება და "ქართულ ოცნებას" მშვიდად და კომფორტულად ყოფნის საშუალებას აღარ მისცემენ. 

პროტესტის მონაწილეების თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის კობა ხაბაზის განცხადებით, რომელმაც ღამე კარავში გაათია, აქციის მონაწილეებისა და კარვების რაოდენობა პარლამენტთან ეტაპობრივად გაიზრდება.

პროტესტის მონაწილეების თქმით, 26 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება, რომელსაც მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.   

დღის ამბები