25 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
Covid-19-ის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას - ანგელა მერკელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა Covid-19-ის​ ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. უწყების ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევად მიაჩნიათ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, Covid-19-ის​ ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას.

გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოქდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია.

განსხვავებული ვითარებაა ისრაელში, პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა აპრილისთვის სრულად გაიხსნება. როგორც პრემიერმა განაცხადა, მთელ მსოფლიოში ხალხი ვაქცინებს ელოდება, ისრაელში კი ვაქცინები ხალხს ელოდება.

მსოფლიოში ამ დროისთვის ინფიცირების 113 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 2 მილიონ 500 ათასი ადამიანი.

დღის ამბები