79 პატიმარი დაიღუპა, ეკვადორის ციხეებში მომხდარი ბუნტის შედეგად. პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გამოძიების ცნობით, გარდაცვლილი პატიმრების ცხედრების ნაწილი დანაწევრებულია და მათი იდენტიფიცირება რთულია.
ციხის ბუნტმა ქვეყნის 4 საპატიმრო მოიცვა.
სამართალდამცველების ცნობით, მომხდარი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ციხეებში გავლენის მოპოვებას უკავშირდება. არეულობას წინ უძღოდა ერთ-ერთი გავლენიანი დაჯგუფების მეთაურის მკვლელობა.