19 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
კაპიტოლიუმის აღდგენითი სამუშაოებისთვის 30 მილიონი დოლარია საჭირო

კაპიტოლიუმის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, შტურმის შემდეგ შენობის აღდგენითი სამუშაოების წარმოებისთვის 30 მილიონი დოლარია საჭირო. ამის შესახებ არქიტექტორის სამსახურის თანამშრომელმა ბრეტ ბლენტონმა სენატში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს თანხა აერთიანებს ხარჯს, რომელიც გაწეულია 6 იანვრის შტურმის შემდეგ შენობის დასუფთავებისთვის, კედლებზე გაკეთებული წარწერების ჩამოსარეცხად და უსაფრთხოების დასაცავად. 30 მილიონი დოლარის ფარგლებში კაპიტოლიუმთან უკვე მოეწყო სპეციალური დამცავი ღობე.

ტრამპის მხარდამჭერი აქტივისტების ნაწილი კაპიტოლიუმში 6 იანვარს შეიჭრა. შტურმის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები