25 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
ოპოზიციას ვურჩევ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში - არჩილ თალაკვაძე

ნიკა მელიას პატიმრობის პირობებში, მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრობენ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, თუმცა სასაუბრო თემებთან დაკავშირებით, ისევ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველ გუნდს მოლაპარაკებები არ შეუწყვეტია და ამისთვის გუნდს სრული მზადყოფნა აქვს.

"ვურჩევ ოპოზიციას, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთოს. მოლაპარაკებები არ შეგვიწყვეტია და გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ სამართლიანი შეთანხმება და მოლაპარაკება იყოს, მხოლოდ სამართლიან პირობებზე," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები