20 აპრილი 2024,   06:58
ვრცლად
უკრაინაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო - ქვეყანა მიმდინარე წელს 14 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს

ვაქცინაციის პროცესი დაიწყო საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. უკრაინამ "ასტრაზენეკას" 500 ათასი დოზა მიიღო. პირველი, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდება, სამედიცინო პერსონალი და სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან.

უკრაინის მთავრობა მიმდინარე წელს 14 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს. პრეპარატის მიღებას კი კოვაქსის პროგრამიდანაც ელოდება.

გარდა ამისა, ხელშეკრულება გააფორმეს ჩინეთთანაც, რომლის მიხედვით უკრაინა "სინოვაკის" 2 მილიონამდე დოზას მიიღებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები