19 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ - გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე

ოპოზიციის შეკრებასა და ხვალიდან აქციის დაანონსებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ მათი ოპონენტების გეგმები და ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. 

"აქციები და დესტრუქციული პროცესები დღის წესრიგში დგას 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა. არც ერთი მათ მიერ დაყენებული საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

მმართველ გუნდში ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემა არა ოპოზიციის შეკრება და აქციაა, არამედ მათი შეკრების შინაარსი, რომელიც მათი შეფასებით, ტყუილს ეფუძნება. 

"აქციები და ღონისძიებები საქართველოს კონსტიტუციით დაცულია, აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ, პრობლემა არის შინაარსში, რომელიც ტყუილს ეფუძნება. ჩვენი ოპონენტების ნაწილი დღესაც გახლავთ პარლამენტის წევრი, მათ შეუძლიათ მობრძანდნენ და ამ ფორმატში მიიღონ მონაწილეობა. მათ თითქოს ამ შენობაში შემოსვლა ეხამუშებათ, თითქოს ეს შენობა "ქართული ოცნების" იყოს, ეს საქართველოს ხალხის არის,"- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. კონსულტაციების მთავარი თემა, სამომავლო გეგმები და ხვალ დაგეგმილი აქცია იყო. 

დღის ამბები