20 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
გერმანელმა სამართალდამცავებმა ისლამური ექსტრემიზმში ბრალდებული პირები აიყვანეს

ბერლინსა და ბრანდენბურგში გერმანელმა სამართალდამცავებმა ისლამური ექსტრემიზმში ბრალდებული პირები აიყვანეს.

სპეცოპერაციაში 850 პოლიციელი მონაწილეობდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგრეთ წოდებული "ბერლინის ჯგუფი" ეჭვმიტანილია ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში. გაიჩხრიკა ათობით საცხოვრებელი, ამოღებულია რადიკალური მოწოდებების შემცველი ფლაერები.

გერმანიის სამართალდამცავი უწყების განმარტებით, დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

დღის ამბები