25 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
არის თუ არა დიალოგის რესურსი პოლიტიკურ მხარეთა შორის - ოპოზიცია პირველ ნაბიჯს "ოცნებისგან" ელოდება

ოპოზიციაში ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა ნაბიჯს "ქართული ოცნებისგან" ელოდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლების თაობაზე, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რის შედეგადაც ქვეყანა დაზარალდება. 

"ხელისუფლების რეპუტაციის ასეთი დაცემა ძალიან მძიმედ დაუჯდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად ქვეყანას,"- აცხადებს რომან გოცირიძე.

"ლელოს" წევრ თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, ოპოზიცია "ოცნებისგან" ელოდება გონს მოგებას და მთავარ საკითხებზე - ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების თაობაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას.

"რეალურად ამ ქვეყანა სჭირდება პოლიტიკური კრიზისის განტვირთვა, რადგან ძალიან მძიმე ეკონომიკური ფონია ქვეყანაში,"- აცხადებს "ლელოს" წევრი. 

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, მოლაპარაკებისთვის რეალურ მზაობას ვერც "ოცნებიდან" და ვერც ოპოზიციიდან ვერ ხედავს. 

"პოზიცია არის უცვლელი - ერთადერთი გზა არის შერიგება და მოლაპარაკებები. მოლაპარაკების სურვილს, ფორმალურად, ყველა მხარე ადასტურებს, მაგრამ ეს სურვილი უნდა დადასტურდეს შესაბამისი ქმედებით. როცა ამბობ, მე მინდა მოლაპარაკება, შენი წინა პოზიციიდან ერთი ნაბიჯით მაინც უნდა შეგეძლოს უკან დახევა, ამას მინდა ნიშნავდეს მოლაპარაკება, რაც, ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ მივალთ აქამდე,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები