23 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
ოპოზიცია "თავისუფლების მარშისთვის" ემზადება - აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან

"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ამ სლოგანით ამ წუთებში ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ფილარმონიასთან იკრიბებიან, რის შემდეგაც პარლამენტის მიმართულებით უნდა დაიძრან. მსვლელობას ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები სხვადასხვა ლოკაციიდან შეუერთდებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ და სამომავლო გეგმების გააცნობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს. 

"მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა თავისუფლების მარშში, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ და არამარტო მან - ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ვინც ამ დღეების განმავლობაში აბსოლუტურად ადეკვატური განცხადებები გააკეთეს და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ პოლიტპატიმარი ნიკა მელია გაათავისუფლოს, დავანახოთ, რომ არ შევეგუებით ოკუპაციას, დიქტატურას და პოლიტიკურ დევნას,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამ დროისთვის პარლამენტთან სცენისა და საჭირო ტექნიკის მონტაჟი სრულდება. 

დღის ამბები