20 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც ოპოზიციის აქციას შუერთდებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერები, მხარდამჭერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ფილარმონიიდან მომავალ აქტივისტებს შეუერთდებიან და მსვლელობას ერთად გააგრძელებენ.

"რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბეთ "ევროპული საქართველოს" დასავლეთის ნაწილი, რომელიც უკვე შემოსულია თბილისში, დანარჩენი ნაწილი კი პირდაპირ ფილარმონიასთან მოვა. დღევანდელი პროტესტი მთლიანობაში არის მხოლოდ მსვლელობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სამოქმედო გეგმის გაცნობით დასრულდება,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე.

ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს მასშტაბური აქცია იგეგმება. მსვლელობას სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები შეუერთდებიან. საპროტესტო მსვლელობა დასრულდება პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

დღის ამბები