20 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
უთანხმოება მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს - სომხეთში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტების ნაწილმა ცენტრალურს მოედანზე კარვები გაშალა და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.

გუშინ სომხეთში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი ყველა მხარეს თავშეკავებისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს. შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ჩაერიონ. უთანხმოება მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვით," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

"სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება არ სურს. ყველა მის გადაყენებას ითხოვს, ხალხი, ეკლესია, მეცნიერები, გუშინ ჯარმაც იგივე მოითხოვა," - აღნიშნა სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვაზგენ მანუხანმა.

სომხეთში გენერალური შტაბი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. თავის მხრივ, ფაშინიანი გენშტაბს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები