25 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
უახლოესი პერიოდი იქნება მწვავე პროტესტისთვის განკუთვნილი - "ლელო" თავისუფლების მარშს მსვლელობით შეუერთდება

პარტია "ლელოს" წევრები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით "თავისუფლების მარშს" შეუერთდებიან. 

"თავისუფლების მარში" სტარტს ფილარმონიიდან აიღებს და პარლამენტის წინ დასრულდება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და უახლოეს გეგმებს გააცნობენ. 

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ეს პერიოდი გამოყენებული იქნება მწვავე, თუმცა მშვიდობიანი პროტესტისთვის. 

"უახლოესი პოლიტიკური პერიოდი და პროცესები იქნება სწორედ მწვავე პროტესტისთვის განკუთვნილი. ჩვენ ვაპირებთ, მშვიდობიანი პროტესტით ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით და ახლაც მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას,"-განაცხადა საბა ბუაძემ. 

დღის ამბები