20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
პუტინის მზარეულად წოდებულ ევგენი პრიგოჟინზე აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ ძებნა გამოაცხადა

აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინზე, რომელსაც პრესაში "პუტინის მზარეულს" უწოდებენ, ძებნა გამოაცხადა.

მას ბრალად "თაღლითობის შეთქმულებაში მონაწილეობა" ედება. საქმე უკავშირდება 2014-2018 წლებში ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს.  

პრიგოჟინი სანკტ-პეტერბურგში ინტერნეტ-კვლევითი სააგენტოს (IRA) ძირითადი დამფინანსებელი იყო.

ის, სავარაუდოდ, აშშ-ში აღნიშნული სააგენტოს პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევის ოპერაციებს აკონტროლებდა. პროცესი მოიცავდა ამერიკული კომპიუტერული სერვერების სივრცის შეძენას, ასობით ფიქტიური ონლაინ პერსონალის შექმნასა და აშშ-დან მოქალაქეების მოპარული პირადი მონაცემების გამოყენებას. 

ეს ქმედებები, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემაში ჩარევის მიზნითა და ასევე, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისათვისაც განხორციელდა.

2018 წლის 16 თებერვალს, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ევგენი პრიგოჟინის დაპატიმრების ფედერალური ორდერი გასცა, რის შემდეგაც მას ბრალი "თაღლითობის შეთქმულებაში" წაუყენეს.

ევგენი პრიგოჟინის დაკავებისათვის ფედერალურმა ბიურომ 250 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესა. 
 
აღსანიშნავია, რომ ევგენი პრიგოჟინს "ვლადიმერ პუტინის მზარეულად" მოიხსენიებენ. გარდა ამისა, მისი სახელი რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერსაც" უკავშირდება, რომელსაც, როგორც ცნობილია, რუსეთი, მათ შორის, კონფლიქტურ ზონებში განსაკუთრებული და სისხლიანი დავალებების შესრულებისთვის იყენებს.

დღის ამბები