19 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
უკრაინაში კოვიდკლინიკაში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი  

უკრაინაში აფეთქების შედეგად 2 პირი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ჩერნოვცის საავადმყოფოს იმ განყოფილებაში მოხდა, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ.

ამ დროისთვის ადგილიდან 20 პირია ევაკუირებული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კლინიკის მეორე სართულზე ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად გაჩნდა.

დღის ამბები