16 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
საუბრის ბევრი შესაძლებლობა იქნება ყველა მხარესთან პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით - კარლ ჰარცელი მიშელის ვიზიტზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აეროპორტიდან სასტუმროში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან ერთად მივიდა. კარლს ჰარცელთან "კურიერმა" ინტერვიუ ექსკლუზიურად ჩაწერა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, მიშელის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და შეხვედრებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს.

"დილიდან სრული დღის წესრიგი გვაქვს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა, ეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ცხადი ნიშანია. რა თქმა უნდა ბევრი შესაძლებლობა იქნება, პოლიტიკურ ვითარებაზე ყველა მხარესთან საუბრის. ასევე შესაძლებლობა გვექნება ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტის და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის. გავეცნობით ახალ პროექტსაც, ასე, რომ მოხარული ვარ.

ეს არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. ხვალ დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით

მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება შარლ მიშელი და პრეზიდენტი ჰოიერი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. უფრო მეტიც, ჩვენ მივემგზავრებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, სადაც პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე ნახოს ვითარება სამხრეთ ოსეთის მახლობლად. ბოლოს ჩვენ მოვინახულებთ ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ეს პროექტი მოიცავს სოფლის მეურნეობის წარმოებას და მეღვინეობას," - განაცხადა ჰარცელმა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დღის ამბები