19 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას - მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლაზე

მმართველ გუნდში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურებიან. რას ეტყვის შარლ მიშელი მეგობარ საქართველოს არსებულ ვითარებაში, მათთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ის ყურადღებას მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციურ პარტიებს კი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაბრუნდნენ საკანონმდებლო ორგანოში.

"ბუნებრივია, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება დღის წესრიგში. გზავნილები ვიცით, ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ პოლიტიკური პროცესი იყოს ინკლუზიური. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვქონდეს დიალოგი და მოხდეს პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია საქართველოში და ოპოზიციამ მუშაობა გააგრძელოს პარლამენტში," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

ნინო წილოსანი იმედოვნებს, რომ მიშელის ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების უფრო მეტად დასტაბილურებას.

დღის ამბები