24 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
მიანმარში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

18-მდე გაიზარდა მიანმარში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი. სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსვლები რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება. შტატებმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესა.

სამხედროებმა ძალაუფლებაზე კონტროლი ქვეყანაში ერთი თვის წინ მოიპოვეს.

დღის ამბები