25 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ევროკავშირის მიერ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის 800 მლნ ევროს მობილიზება მოხდა - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის 800 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა.

ამის შესახებ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"800 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის დახმარებისა ევროკავშირის ინვესტიციის ბანკის მხრიდან, რომელიც მე, ასევე, მახლავს, იმისთვის, რომ უფრო კარგად განვიხილოთ, როგორ შეიძლება დახმარება განახორციელოს.

2007 წლიდან 1.8 მილიარდი ევრო იყო ჩადებული," - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები