17 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
თბილისში ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისები გახსნა. დასაქმდა 60-ზე მეტი ადამიანი.

ინტერიერი გაფორმებულია საქართველოში წარმოებული ავეჯითა და ქართული დიზაინის ელემენტებით, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.

"ახალი საერთო ოფისი "ევროპის გუნდის“ თანამშრომლობას უფრო ძლიერსა და ეფექტიანს გახდის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავუწიოთ დახმარება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით. ევროპის საინვესტიციო ბანკი, როგორც ევროკავშირის ბანკი, მზადაა დახმარების აღმოსაჩენად. ევროკავშირის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე და მდგრად განვითარებაზე, მიზნად ისახავს ასეულობით მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. გასულ წელს მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად 170 მილიონი ევრო გამოყო - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მომავალ თვეებსა და წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,"- განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა.

დღის ამბები