20 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
საფრანგეთის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

მას ბრალი მოსამართლის მოსყიდვასა და კორუფციაში დასდეს. ის მისჯილი 3 წლიდან 2-ს პირობით პატიმრობაში გაატარებს. 

როგორც "ფრანს პრესი" იუწყება, 1 წლიანი პატიმრობის ვადა ნიშნავს იმას, რომ ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა არ მოხვდეს ციხეში, რადგან საფრანგეთის კანონების მიხედვით, 2 წელზე ნაკლები პატიმრობამისჯილებს უფლება აქვთ იყვნენ თავისუფლებაზე და ატარონ ელექტრონული სამაჯური.

ასეთივე განაჩენი გამოუტანეს მის ადვოკატს ტიერი ერცოგსაც. 

66 წლის სარკოზი მის მიმართ წაყენებულ ბარალდებებს უარყოფს და მომხდარს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დევნას უკავშირებს.

დღის ამბები