16 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა - მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. ​კრატერიდან ამოსულმა კვამლმა და ფერფლის სვეტმა ჰაერში 5 კილომეტრს მიაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ვულკანთან ახლოს გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები