25 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, ბრიუსელში ხელცარიელი ჩავა - გიგი უგულავა 

ოპოზიციის წევრები "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბებიან. ისინი აცხადებენ, რომ მიმდინარე თემები იქნება ძირითადი მიმართულებები რაზეც აქცენტი გაკეთდება. 

"პიკეტირება და ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც კანონის ჩარჩოებშია - გაგრძელდება. ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ადამიანები არ არიან სანდო მოლაპარაკების პროცესში. იმედი მაქვს ისინი პოზიციას შეიცვლიან, ამ შემთხვევაში კი, ოპოზიციის გეგმებში ცვლილება შევა," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

როგორც ცნობილია, ოპოზიციასა და ხელისუფლებას 2 კვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მათ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

"იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ბრიუსელში სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, იქ ხელცარიელი ჩავა თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ თუ 2 კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება,"- აღნიშნა "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქამდე არსებული დღის წესრიგი არ შეიცვლება, მათ შორის არის პიკეტირებაც. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები