20 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემიზმის გაღვივებაში ადანაშაულებენ

პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" ქვეყნის მასშტაბით ექსტრემიზმის გაღვივებაში ედება ბრალი, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "შპიგელი" აქვეყნებს. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა აღნიშნული პარტია მემარჯვენე ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

შპიგელის ცნობით, პარტიის საქმიანობას სპეციალური მონიტორინგის სამსახური შეისწავლის. პოლიტიკური გაერთიანება "ალტერნატივა გერმანიისთვის" საკუთარ ამომრჩეველს, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში ხშირად მიმართავს განცხადებით, რომ ქვეყნის გაერთიანების იდეას მათთვის სარგებელი არ მოუტანია.

ასევე ექსტრემიზმში ბრალდებული პარტიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ გერმანიის საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი, პირველი კლასის საზოგადოება, ანუ დასავლეთ გერმანია და მეორე კლასის საზოგადოება - აღმოსავლეთ გერმანია, რომლის განვითარებასაც ხელს ხელოვნურად უშლიან.

დღის ამბები