38 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო გამოსვლების დროს მიანმარში. სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირაა სამხედროების მმართველობის შეწყვეტასა და ხელისუფლების დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ.
დიდმა ბრიტანეთმა მიანმარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის პარასკევს ჩატარებისკენ უკვე მოუწოდა.
სანქციების შემდეგ მიანმარის სამხედროების წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას განიხილავენ ვაშინგტონშიც.
გაეროს ინფორმაციით, პირველი თებერვლის შემდეგ მიანმარში გამართული აქციების დროს 50 ადამიანი დაიღუპა.