20 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ტერაქტი შვედეთში - ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 8 ადამიანი დაჭრა

შვედეთის პოლიცია სავარაუდო ტერაქტის შემთხვევას იძიებს. ქალაქ ვეტლანდაში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 8 ადამიანი დაჭრა.

დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხნეს, რის შემდეგაც მისი დაკავება შეძლეს და ჰოსპიტალში მოათავსეს.

მომხდარს თავდაპირველად მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა მოგვიანებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

დღის ამბები