19 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
ჰააგის სასამართლომ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის სავარაუდო სამხედრო დანაშაულის გამოძიება ოფიციალურად დაიწყო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოფიციალურად დაიწყო პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის სავარაუდო სამხედრო დანაშაულის გამოძიება.

გამოძიება მოიცავს 2014 წლიდან განვითარებულ მოვლენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზას სექტორში.

გამოძიება სავარაუდოდ, კონცენტრირებული იქნება ღაზას სექტორში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციებსა და დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისრაელის მამაცი და მორალურად სუფთა ჯარისკაცები, რომლებიც დედამიწაზე ყველაზე სასტიკ ტერორისტებს ებრძვიან, სამხედრო დამნაშავეები არიან.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად მალიკი და დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერები.

დღის ამბები