ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.
სახელმწიფო მდივნის მტკიცებით, აშშ-ის მცდელობას, განავითაროს მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებები, ხელს უშლიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.
მისივე თქმით, სადაც აშშ-მა პოზიციები დათმო, დატოვებული სივრცე ჩინეთმა შეავსო და გააგრძელა ძალის დემონსტრირების პოლიტიკა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს საგარეო პოლიტიკის რეორგანიზებას და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებას.
"ჩვენი მიზანია დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, რასაც მოწინააღმდეგეები და კონკურენტები, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი ეჭვქვეშ აყენებენ, ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ცალკე გამოწვევაა ჩინეთი, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალა, რომელიც ემუქრება სტაბილურ და ღია საერთაშორისო სისტემას, ყველა წესს, ღირებულებას და ურთიერთობას. შეერთებულ შტატებს ამჟამად ჩინეთთან კონკურენტულ ურთიერთობაში უწევს ყოფნა, როდესაც შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს თანამშრომლობის, თუმცა ჩინეთი აგრძელებს ძალის დემონსტრირების პოლიტიკას. ჩვენ უნდა გავაღრმაოდ ურთიერთობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, სადაც ჩვენ პოზიციები დავთმეთ, დატოვებული სივრცე ჩინეთმა შეავსო,"- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი