25 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
ოპოზიციას ბოიკოტის ფონზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლა ფორმალობად მიაჩნია

ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი ბოიკოტის ფონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა უბრალო ფორმალობად მიაჩნიათ. მათი განცხადებით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში რეალური კრიტიკა არ იქნება. პარლამენტს მიღმა კი აცხადებენ, რომ რეალური დამნაშავეების დაკავება არ ხდება, რაც ქვეყანაში კრიმინალის წახალისებას უწყობს ხელს, ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობას ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას აკისრებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძეს შს მინისტრისგან აინტერესებს, ვინ გასცა ენმ-ს ოფისზე შტურმის ბრძანება, ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თუ ბიძინა ივანიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ვარაუდობს, რომ პარლამენტში მხოლოდ დადგმული მწვავე კითხვები იქნება.

"ლელოს" ლიდერს მიაჩნია, რომ შს სამინისტრო ეფექტურად ვერ მუშაობს და გახმაურებულ საქმეებში ბრალდებულები დაკავებულები არ არიან და ამით კრიმინალური სამყაროს წახალისება ხდება.

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრ სერგო ჩიხლაძის თქმით, შს მინისტრის მიმართ დასმული კითხვების მთავარი თემები გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება და ენმ-ს ოფისზე განხორციელებული შტურმი უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები