16 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
არაა საკმარისი რომ სფერომ სრულყოფილად იფუნქციონიროს, მაგრამ დახმარება საჭიროა - შოთა ბურჯამაძე რესტორნების სუფსიდირებაზე

თბილისში რესტორნებისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ეს თანხა მცირედია იმასთან შედარებით რა ზარალიც მიადგა სფეროს, თუმცა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ დახმარებით ბევრი რესტორანი ბაზრიდან არ გაქრება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია, ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის დამფუძნებელი დეტალურად ბრიფინგზე ისაუბრებს.

"ეს არის ის თანხა რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღეს დღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ,მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა," - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

დღის ამბები