18 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
ავიაკატასტროფას თურქეთში 11 სამხედრო ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას თურქეთში 11 სამხედრო ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ბითლისის პროვინციაში ჩამოვარდა. ადგილზე 9 ადამიანი, 2 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავდა ორი ჯარისკაცი.

ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა.

დღის ამბები