25 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
თუ ევროპული ქვეყნები რეგულაციების შემსუბუქებას გააგრძელებენ, გაზაფხულზე შესაძლოა პანდემიის მესამე ტალღის დასაწყისი ვიხილოთ - ჯანმო

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 111 ქვეყანაში მიმდინარეობს. ბლუმბერგის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია 280 მილიონი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების კლება კვლავ არ შეინიშნება, ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ 10 ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, 4 ევროპის კონტინენტზე მდებარეობს.

მისივე თქმით, თუკი ევროპული ქვეყნები რეგულაციების შემსუბუქებას გააგრძელებენ, შესაძლოა გაზაფხულზე პანდემიის მესამე ტალღის დასაწყისი ვიხილოთ.

არსებული მონაცემებით, პანდემიამ ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში, ინდეოთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იმსხვერპლა.

დღის ამბები