რუსთავში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებზე დაგეგმილია სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი კორპუსების ფასადებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროექტისთვის ღირებულება 2 400 000 ლარია, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.