24 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
21-ე საუკუნეში აშშ-ის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ კონკურენტად მხოლოდ ჩინეთი მოიაზრება - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია

რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ისეთივე გამოწვევა იყოს, როგორიც ჩინეთი - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 21-ე საუკუნეში აშშ-ის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ კონკურენტად მხოლოდ ჩინეთი მოიაზრება, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა კი, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნაკლებად სახიფათო გამოწვევებად რჩებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში ნედ პრაისმა ჩინეთი აშშ-ის ფუნდამენტურ კონკურენტად დაასახელა.

დღის ამბები